ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: მუსიკა და ლირიკა ორიგინალი დასახელება: Music and Lyrics გამოსვლის წელი:2007 ჟანრი: კომედია, მელოდრამა, მუსიკალური რეჟისორი: მარკ ლორენსი როლებში: ჰიუ გრანტი, დრიუ ბერიმორი, ბრედ გარეტი, ზაკ ორტი, სკოტ პორტერი, ნიკოლას ბეიკონი, ენდრიუ ვიატ ბლეიკმორი, დენ მაკმილანი, ტომ ფოლინიო, ბრუკ ტენსლი, დენიელ-სტუარტ შერმანი, აასიფ მანდვი, ხეილი ბენეტი, მეტიუ მერისონი, ჯეისონ ანტუნი, ...
ფილმის შესახებ: ალექს ფლეტჩერი 80-იანი წლების პოპ-ვარსკვლავია, რომლის მატარებელიც დიდი ხანია წავიდა. ახლა მას კვლავ აქვს შანსი დაბრუნდეს სცენაზე, რადგანაც ახლადგამომცხვარი ვარსკვლავი ერთობლივი სიმღერის ჩაწერას სთავაზობს.
აღწერა: ყოველი გამყიდველი გულში კონკიაა. მას უნდა კი არ გაყიდოს ლამაზი ნივთები, არამედ ყიდულობდეს მათ. ერთხელ ახალგაზრდა მირაბელს, რომელიც დიდ მაღაზიაში გამყიდვლად მუშაობს, შანსი ეძლევა სხვაგვარი ცხოვრების გემო გაიგოს: მის გულის მოგებას შეძლებული რეი სცდილობს. მაგრამ მის ცხოვრებაში არსებობს კიდევ ერთი ძალიან სიმპატიური, მაგრამ მოსულელო ჯერემი...
როლებში: დენიელ რედკლიფი, ჯეკ თომფსონი, ტერეზა პალმერი, ლი კორმი, სალივან სტეპლტონი, ქრისტიან ბაიერსი
აღწერა: დეკემბრის ბიჭები – ოთხი ობოლილი ყმაწვილია, რომლებიც დეკემბერში არიან დაბადებულები. ყოველ წელს იმედი, რომ მათ იშვილებენ ქრება უფრო და უფრო. მაგრამ ერთხელაც არდადეგების დროს ოთხ მეგობარს ახალი ოჯახის შეძენის იმედი უჩნდებათ, მაგრამ მხოლოდ ერთერთი მათგანისთვის. ბიჭები დაუმეგობრდნენ ახალგაზრდა წყვილს, რომელსაც არ შეეძლო ბავშვების ყოლა და მზად იყვნენ ბავშვის აყვანაზე. ერთმანეთშ კონკურირების დროს, ბავშვები გამოცდიან თავის მეგობრობას და პირველ სიყვარულს შეხვდებიან.
აღწერა: ისინი არ უხდებიან ერთმანეთს: ჯეკი – წვრილიმანი თაღლითია, რომელიც ფულს შოულობს მდიდარ ოტელებში ძარცვით. კლერი – ბიოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც დამატებითი შემოსავლისთვის კინოთეატრში მუშაობს . მათი გზები შემთხვევით გადაიკვეთება. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ. ჯეკი თან გაიყოლებს კლერს უძირო უფსკრულში...
აღწერა: ახალგაზრდა ოპერის მომღერალი ქრისტინა მოჩვენების რჩეული ხდება. მხოლოდ ერთმა ადამიანმა დასში იცის, რომ ქრისტინას უხილავი მფარველი და მასწავლებელი, რომელსაც არტისტები შიშის ქვეშ უკავია, – მუსიკის დამახინჯებული გენიოსია რომელიც შეყვარებულია ახალგაზრდა ლამაზმანზე. ნიღბიანი მოჩვენება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი რჩეული სცენის პრიმადონა გახდეს, თუმცა მას ძლიერი მეტოქე ყავს – მდიდარი ვიკონტი რაულ დე შანიი.
აღწერა: ჰოლის მთელი ცხოვრება მამაკაცისადმი სიყვარულზე იყო აგებული. ის გარდაიცვალა, ცხოვრება დაინგრა. ახლა ყოველ თვეს ჰოლის მოსდის წერილები, სადაც მას კონკრეტულ რჩევებს აძლევენ. რჩევების მიხედვით, ახალგაზრდა ქალი ნელ–ნეკა, თითქოს საფეხურებით, გამოდის დეპრესიიდან.
აღწერა: სემი – პროფესიით ასტრონომია და მას ყველაფერი აქვს სრული ბედნიერებისთვის: ვარსკვლაებით მოფენილი ცა და შეყვარებული ლინდა. ლინდა რამოდენიმე დღით ნიუ იორკში წავა და არ დაბრუნდება, სემს კი დასამშვიდობელ წერილს გამოუგზავნის. სემი საძებნელად გაემგზავრება და იპოვის ვინმე ანტონთან ერთად – ფრანგული რესტორანის მფლოელთან.
როლებში: ჯეისონ ბიგსი, ამანდა პიტი, სთივ ზანი, ამანდა დეთმერი, ჯეკ ბლაკი, რ. ლი ერმი
აღწერა: მეგობრები დაგეხმარებიან..მაშინაც,როცა დახმარება არ მოგითხოვია.როცა ჯეი დი და უეინი მათი მეგობრის დარენ სილვერმანის საშინელი შეცდომის –აუტანელი ლამაზმანის ჯუდითის ცოლად მოყვანის–ამბავს შეიტყობენ ისინი მეგობრის შველას გადაწყვეტენ და ამ ამბიციური ქალისგან თავის დაღწევაში შეთანხმდებიან.
აღწერა: ტაი ბადალანდაბადმა კოლეჯი ცოტა ხნის წინ დაამთავრა და მიემგზავრება ოქსფორდში ჩასაბარებლად. ის ოცნებობს თავის მამის ნაბიჯებს მიყვეს და არა მარტო მიიღოს მეცნიერის ხარისხი, არამედ დახურული კლუბის წევრი გახდეს. მაგრამ, როდესაც ტაი ოქსფორდში ჩამოდის, პიპ ევერეტი, ნაცრიფერი გრაფი, რომელიც ამ კლუბს სათავეში უდგას, ეუბნება, რომ შეცდომა მოხდა და ტაი არ არის კლუბში მიღებული....