ფილმის შესახებ: ძმები საერთოდ არ გვანან ერთმანეთს. უფროსი სემი — ოფიცერი, მოსიყვარულე ქმარი და მამაა. ხოლო უმცროსი – ტომი, ცხოვრებაში ყოველთვის ხიფათს ეძებს. როდესაც სემი ავღანეთის ომში გამგზავრებას გადაწყვიტავს, იგი შვილებისა და ცოლის – გრეისის პატრონობას ტომს სთხოვს. გადის დრო და სემისგან არაფერი არ ისმის. მას უგზოუკვლოდ დაკარგულად თვლიან. ტომი გრეისის დამშვიდებას ცდილობს. მათ შორის გრძნობა ჩნდება. და სემიც ბრუნდება.
დასახელება: და ვინჩის კოდი წელი: 2006 ჟანრი: დრამა, დეტექტივი, ტრილერი როლებში: პოლ ბეტანი, ტომ ჰენქსი, ოდრი ტატუ, იან მაქკელენი, იურგენ პროხნოვი, ალფრედ მოლინა, ჟან რენო
აღწერა:ჰარვარდის პროფესორს რობერტ ლენგდონს საშინელ დანაშაულში სდებენ ბრალს, რომელიც მას არ ჩაუდენია. ლენგდონი ეცნობა პარიზის პოლკიციის კრიპტოგრაფს სოფი ნევოს და მასთან ერთად სცდილობს საიდუმლო გახსნას, რომელმაც კათოლიკური ეკლესიის გავლენა შეიძლება შეარყიოს. რობერტმა და სოფიმ ამის გაკეთება მანამ უნდა მოასწრონ, სანამ მათ კანონის დამცველები დააკავებენ ან მოწინააღმდეგეები შეაჩერებენ, რომლებიც მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ დიდი რელიგიური საიდუმლოს შესანარჩუნებლად...
დასახელება: დროის გარეშე წელი: 2003 ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, დეტექტივი, დრამა, ტრილერი, როლებში: დენზელ უოშინგტონი, ევა მენდესი, დინ კეინი, რობერტ ბეიკერი
აღწერა: ფლორიდის შტატის ერთ-ერთი პატარა ქალაქის პოლიციის უფროსი შემზარავი ორმაგი მკვლელობის მთავარი ეჭვმიტანილია. მან უნდა დაასწროს ყველას და გახსნას საქმე, რათა დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა.
აღწერა: ორი მეცნიერის ისტორია, რომლებმაც იციან, რომ რენდოლფ ეშს, ვიქტორიანული ეპოქის პოეტს ჰქონდა უკანონო კავშირი სხვა ნაკლებად ცნობილ პოეტესასთან. მეცნიერები იწყებენ წარსულიდან რომანის გამოძიებას, შეყვარებულების სასიყვარულო წერილებს კითხულობენ, იმისათვის რომ შეაგროვონ ნამსხვრევებიდან სრული სურათი და მალევე მიხვდებიან, რომ თვითონაც არ შეუძლიათ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება...
დასახელება: ანგელოზები და ეშმაკები წელი: 2009 ჟანრი: დრამა, დეტექტივი, ტრილერი, კრიმინალური როლებში: ტომ ჰენქსი, არმინ მიულერ–შტალი, სტელან სქარსგარდი, ევან მაქგრეგორი, აილიტ ზორორი, ნიკოლაი ლი კაასი
აღწერა: ილუმინატები. ძველებური საიდუმლო ორდენი, რომელმაც სახელი გაითქვა შუა საუკუნეებში ბრძოლით ოფიციალურ ეკლესიასთან. შორეული წარსულის ლეგენდა? შესაძლოა... მაგრამ – რატომ მაშინ საიდუმლო ვითარებებში მოკლული მეცნიერის მკერდზე ამოჭრილია ილუმინატების სიმბოლო? ჰავარდიდან დაპატიჟებული სპეციალისტი და მისი მეწყვილე, მოკლულის ქალიშვილი, საკუთარ გამოძებას წამოიწყებენ – და ცოტა ხანში დაუჯერებელ აღმოჩენას გააკეთებენ...
აღწერა: 16 წლის დენიმ უკვე იცის თუ რა არის სიკვდილი. უბედური შემთხვევის შემდეგ, თავის თავში უცნაურ ნიჭს აღმოაჩენს. მას დროის და ბედის შეცვლა შეუძლია. მასში მომხდარი ცვლილებები ყველას აშინებს - მშობლებს, დებს, მასწავლებლებს, მეგობრებს და შეყვარებულს.
როლებში:ვიგო მორტენსენი, ნაომი უოთსი, ვენსან კასელი, არმინ მიულერ–შტალი, ჯოზეფ ალტინი, მინა ე. მინა, ალექსანდრ მიკისი
მოკლე შინაარსი:შობის დღესასწაულის წინ ლონდონში მშობიარობის დროს გარდაიცვლება ახალგაზრდა ქართველი ქალი, სულ ახალგაზრდა, თითქმის მოზარდი, ის ორსულობას გადაყვა
დასახელება: ცოცხლად დამარხული წელი: 2010 ჟანრი: ტრილერი, დრამა, დეტექტივი როლებში: რაიან რეინოლდსი, ხოსე ლუის გარსია პერეს, რობერტ პეტერსონი, სტივენ რობლოვსკი, სამანტა მეტისი. აღწერა: ფილმის გმირია პოლი, რომელიც ომობს ირანში ამერიკის მხარეს. აფეთქების შემდეგ ის ის დაკარგავს გონს და გაღვიძების შმდეგ აღმოჩნდება გაურკვეველ ბნელ ადგილას. ხოლო როდესაც ის სანთებელას აანთბს ის აღმოჩნდება მიწაში დამარხული. მას მოუწევს გადალახოს ბევრი დაბრკოლება.
როლებში: კიფერ საზერლენდი, ქევინ სფეისი, ჩარლზ დატონი, სანდრა ბალოკი, დონალდ საზერლენდი, სამუელ ლ. ჯექსონი
აღწერა: ჯონ გრიშემის რომანის ეკრანიზაცია. მისისიპის შტატში თეთრკანიანებმა გააუპატიურეს და მიატოვეს არასრულწლოვანი შავკანიანი გოგონა. მამამისს არ აქვს თეთრკანიანთა მართლმსაჯულების იმედი და თავად სჯის სიკვდილით დამნაშავეებს. მის დაცვას ახალგაზრდა იურისტი იღებს თავზე, მიუხედავად იმისა რომ ოჯახშიც და საზოგადოებაშიც ამის გამო სერიოზული პრობლემები ექმნება.
როლებში: მაიკ მაიერსი, ნენსი ტრევისი, ენტონი ლაპალიია, ამანდა პლამერი, ბრენდა ფრიკერი, მეტ დოერტი
აღწერა: ჩარლი მაკკენზი - პოეტი-ლირიკოსია. მას შემოქმედებითი ხასიათი აქვს, ამიტომ ხშირად წინააღმდეგობაში მოდის თავის თავთან ანუ შეიძლება ითქვას - ნევროტიკია. ამიტომ, თავისი საქმიანობის რომანტიული ხასიათის მიუხედავად ქალებთან ყოველთვის წარუმატებელია! მაგრამ, ერთხელ მაღაზიაში, რომელიც ხორცეულის მდიდარი ასორტიმენტით ვაჭრობს, იგი შეხვდება მშვენიერ ჰენრიეტას - თავისი ოცნების ქალიშვილს! თუ კოშმარების? იმიტომ, რომ მალე ჩარლის გულში ეჭვი შეეპარება, რომ მისი რჩეული არც ისეთი საოცარი და უმშვენიერესია და სინამდვილეში ცივსისხლიანი სერიული მკვლელია - მისის იქსი, რომელიც ქორწინების შემდეგ ყველა ახალ ქმარს კლავს.